მარიუპოლში მომხდარი ტრაგედიის გამო აქციები იმართება დასავლეთ უკრაინაში (ფოტო)

DSCF2274

დღეს ქალაქ ტერნოპილში სტუდენტებმა დუმილის აქციით პატივი მიაგეს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას.

აქციის მონაწილეები ევროიკავშირს, გაეროსა და მთელ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებენ უკრაინას უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი და რუსეთის მიერ განხორციელებუ ლი ღია აგრესიის გამო კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ.

“თითქოს მსოფლიო უკვე მიეჩვია, რომ უკრაინაში გამუდმებით ფრონტის წინა ხაზია. ეს უკვე მშვიდობიან მოსახლეობას შეეხო. ადამიანები დილით გამოვიდნენ ქუჩაში და ვერ დაბრუნდნენ ს ახლებში. თუკი გუშინ ცხედრები მაიდანიდან გამოჰქონდათ, შემდეგ ფრონტიდან, დღეს უკვე მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება, ხვალ კი შეიძლება სრულმასშტაბიანი ომი გაჩაღდეს, თუ მსოფლიო ხმას არ ამოიღებს, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა და მონაწილემ ვასილ ტომჩიშინმა.

გუშინ მსგავსი აქციები ლვოვში, კიევში, სლოვიანსკში, ოდესაში და უკრაინის სხვა ქალაქებში გაიმართა.

DSCF2249 DSCF2254 DSCF2264 DSCF2269

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.