უკრაინაში უნივერსტეტების რაოდენობა შემცირდება და სპეციალისტების მომზადება გაუმჯობესდება – პეტრო პოროშენკო

11

უკრაინას დღეს როგორც არასდროს, ისე სჭირდება ახალგაზრდა პროგრესული სპეციალისტები. ეს პრობლემა განათლების სფეროს რეფორმამ უნდა გადაჭრას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კარგი განათლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უკრაინაში უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის შემცირება და სპეციალისტების მომზადების გაუმჯობესება უნდა მოხდეს.

– უკრაინაში ერთი უმაღლესი სასწავლებელი 49 ათას პირზეა გათვლილი, გერმანიაში ერთი სასწავლებელი – 450 ათას ადამიანზე, დიდ ბრიტანეთში – 910 ათასზე, საფრანგეთში – მილიონ ოთხასი ათასზე, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.– თქვენი საქმე ახლა კარგად სწავლაა, რადგან ქვეყანას ახალი თაობა სჭირდება, რომელმაც ცოდნა უნდა შეიძინოს. უნდა დააფასოთ ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა არ მოხდეს სამხედრო სამსახურში სტუდენტების მობილიზაცია, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და გაიხსება თავისი სტუდენტობის წლები. – როცა მე სტუდენტი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ხუთებზე ვსწავლობდი, ორი წელი სამხედრო სამსახურში ვიყავი. სამეცნიერო-გამოსაცდელ ინსტიტუტში სამხედრო-საჰაერო ძალებში ვმსახურობდი. ვთვლი, რომ ჯარმაც იქონია გავლენა ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე. მივესალმები, თუკი უნივერსტეტამდე ან უმაღლესი სასწავლების დამთავრების შემდეგ უკრაინელები მოხალისეებად წავლენ შეიარაღებულ ძალებში.

ავღნიშნავთ, რომ 2 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ტერნოპილის ოლქის თავმჯდომარედ ახალგაზრდა პოლიტიკოსი სტეპან ბარნა დანიშნა.

თამთა გუგუშვილი, უკრაინა, ფოტო ავტორის

22








 

 

 

 

99

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

88

 

 

 

 

 

 

 

 

 

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

19

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.