დავით უსუფაშვილმა კიევში გარდაცვლილი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

usupasvili

დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში გვირგვინით შეამკო გარდაცვლილი გმირების მემორიალი. პარლამენტის თავმჯდომარე დონეცკში ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის დაღუპვის ფაქტსაც გამოეხმაურა.

“მინდა იმედი მქონდეს, რომ აღარ გაგრძელდება მსხვერპლი და ეს პრობლემები მშვიდობიანი გზით მოგვარდება. თუმცა, ჯერჯერობით ამის ნათელი პერსპექტივა არ ჩანს,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილი უმაღლეს რადაში შეხვედრებით დაიწყო. დავით უსუფაშვილი მისმა უკრაინელმა კოლეგამ მიიღო, იუწყება rustavi2.

შეხვედრაზე უსუფაშვილმა ყურადღება უკრაინის კრიზისზე, ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა.

დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ სპიკერებმა ჟურნასლისტების შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ უკრაინის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.