უკრაინაში ქართველი პოლკოვნიკი დაჭრეს

viina

უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში ქართველი პარტიზანი, პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი მსუბუქად დაიჭრა. საბრძოლო მისიის შესრულების დროს მას ტყვია თავში მოხვდა, თუმცა, საბედნიეროდ, ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა. ქართველ პარტიზანებთან ერთად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნური ბატალიონიც იბრძვის.

როგორც პარტიზანული ჯგუფის “მგლები თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი ვანო ნადირაძე წერს, თავგადახვეულმა პოლკოვნიკმა ბრძოლა გააგრძელა, ხოლო ქართველმა პარტიზანებმა საბოლოოდ გაანადგურეს ერთი ბლოკპოსტი ატო-ს ზონაში (ადგილმდებარეობა არ სახელდება შეგნებულად).

“მოხდა შეტაკება ქართველი პარტიზანებს და რუს ნაბოზვრებს შორის,მაგარი ბრძოლა იყო სამწუხაროდ მსუბუქად დაგვიჭრეს ქართული არმიის საუკეთესო ოფიცერი დავით მაყიშვილი მსუბუქად,თავი გადაუხვიეს და ისევ განაგრძობს ბრძოლას. ქართველი პარტიზანები დავით ქუქჩიშვილის მეთაურობით, მებრძოლები ზურაბ ტულიანი, ვაკო სულაძე, ზაზა ბიწაძე, დავით მენაბდიშვილი, ალიკა ოგანოვი. ჩეჩნები ჯოხარ დუდაევის ბატალიონიდან, ამ წუთსაც იბრძვიან, იუწყება fmabkhazia.com.

ჩემი დაჯგუფება “მგლები თავისუფლებისთვის” მივდივართ ბიჭების მიმართულებით, დასახმარებლად. უკრაინელი გენერლები რაციაში ტიროდნენ და “სლავა გრუზიას” გაყვიროდნენ. ქართველმა პარტიზანებმა მთლიანად გაანადგურეს ერთი ბლოკპოსტი.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.