იური სტეცმა ქართველ კოლეგას უკრაინაში რუსული საინფორმაციო პროპაგანდის კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო

hruziaukraina

23-24 სექტემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ქ. კიევში იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანაში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. მარიამ რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ უკრაინელ კოლეგას გააცნო ახლადშექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. სსიპ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აქტივობებზე საუბრისას მარიამ რაქვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებებსა და სარგებელზე ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ბოლო პერიოდში, ორივე ქვეყანაში გააქტიურებული ანტი-დასავლური პროპაგანდის საფრთხეები. იური სტეცმა ქართველ კოლეგას გააცნო უკრაინაში რუსული საინფორმაციო პროპაგანდის კუთხით შექმნილი ვითარება და ისაუბრა სამინისტროს მიერ დაგეგმილი პოლიტიკის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების გატარების, ასევე, ამ სფეროში გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მარიამ რაქვიაშვილმა ასევე, შეხვედრები გამართა უკრაინის ნატოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის დირექტორთან ნატალია ნემილივსკასთან და უკრაინის კრიზისების მედია ცენტრის წარმომადგენლებთან.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.