დავით უსუფაშვილმა და ევროკომისარმა ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილეს

prapor es

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ევროკომისარი ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორუმს დაესწრო. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო და ჯანდაცვის მინისტრებმა. მათ შორის იყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დირექტორატის ხელმძღვანელი.

„ჩვენ ვისაუბრეთ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია. ბატონმა კომისარმა ბრძანა, რომ ყველა, ვინც ჩართული იყო მონიტორინგში, არის სრულად ინფორმირებული იმის თაობაზე, რა გაკეთდა საქართველოში. ყველა კმაყოფილია მიღწეული შედეგებით. ამიტომ ყველა საფუძველია იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე წარმატებისთვის. პროცესი ორი ეტაპისგან შედგება. ტექნიკური მხარე ორ კვირაში დასრულდება და აქ რაიმე გართულებას არ ველით. შემდგომ არის პოლიტიკური მხარე და ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ევროკომისარი მომავალი არჩევნების მზადების წინა პროცესებითაც დაინტერესდა. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ინიცირებული იქნება კანონპროექტი, რაც სისტემის ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანა იქნება. «სტუმარს მოვახსენე ისიც, რომ დაინტერესებული ვართ  რაც შეიძლება ადრე ჩამობრძანდნენ საქართველოში გრძელვადიანი მონიტორები ეუთოს, თუ ევროკავშირის ხაზით“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ნესტან გუგუშვილი

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.