ბრიუსელში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის რეფორმები განიხილეს

eiroparlament

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს ევროპარლამენტის წევრებმა ბრიუსელში, სადაც გაიმართა კონფერენცია „საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი“. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამ სახელმწიფოში სასამართლო რეფორმების გატარების და კანონის უზენაესობის თემას.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური იუწყება, კონფერენციაზე უკრაინის მიღწევებს გაესვა ხაზი. ამასთანავე აღნიშნეს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ქართველმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტის როლზე, როგორც აღნიშნული პროცესის მაკონტროლებელ დაწესებულებაზე და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების აუცილებლობა აღნიშნეს.

„გამოწვევებთან ერთად ჩვენს ქვეყნებს რეფორმების გატარების მეტი შესაძლებლობები ეძლევა, რისთვისაც საჭიროა პოლიტიკური ნება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, სექტორალური რეფორმების გატარების მიზნით“, –  ასე შეაფასა ღონისძიება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძემ.

ბრიუსელში მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

მოამზადა ლამარა გიორგაშვილმა, ფოტო Focus.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.