ქართველი ჟურნალისტი თამთა გუგუშვილი  დააჯილდოვეს მედლით “უკრაინის დამოუკიდებლობის 25 წელი”

P1520963_новый размер

მეომრები, ქველმოქმედები, საზოგადო მოღვაწეები უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.  სულ სამოცდაცხრამეტი ჯილდო გაიცა. მათგან ორი ორდენი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გადაეცა.

“პირველ რიგში, ვაჯილდოვებთ მეომრებს, პატრიოტებს, რომლებმაც იბრძოლეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს  დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი, ესეთი თარიღი ერთხელ აღინიშნება როგორც ადამიანის ცხოვრებაში, ასევე  ქვეყნის ისტორიაში. უამრავი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. გარდა სამხედროებისა ვაჯილდოვებთ ქველმოქმედებს, ვოლონტერებს, რომლებიც  ეხმარებიან ჯარს, უზრუნველყოფენ მეომრებს სამოსით, საკვებით, აფინანსებენ მათ მკურნალობას. ყველა ადამიანმა, რომელსაც ჩვენ ჯილდოს გადავცემთ, თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ  გვქონოდა უკრაინის დამოუკიდებლობის 25 წლისთავი”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის “ატოს ჯარისკაცების და მოხალისეების კავშირის “უკრაინის ძალის” თავმჯდომარემ ზენოვი ჰლადჩუკმა.

სამოქალაქო პირთა შორის დააჯილდოვეს მხოლოდ ერთი მასმედიის წარმომადგენელი – ეს არის უკრაინაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თამთა გუგუშვილი. მას გადასცეს მედალი “უკრაინის დამოუკიდებლობის 25 წელი”.  «თამთა არის ჟურნალისტი, რომელიც ომზე ყოველთვის წერს სიმართლეს. ის არ მიეკუთვნება რომელიმე პარტიას და არ ექვემდებარება რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ის ყოველთვის ასახავს სიმართლეს», – განაცხადა ჯილდოს გადაცემისას  ზენოვი ჰლადჩუკმა.

იგორ ბენცალი, უკრაინა, ფოტო ავტორის

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.