კიევში, კრიზისის მედია ცენტრში, გაიმართა დისკუსია თემაზე „საგარეო პოლიტიკის აუდიტი: უკრაინა-საქართველო“

%d0%b0%d1%83%d0%b4%d0%b8%d1%82-crop_files_ukraine_msoplio-politikis-universiteti_dsc_5842-860x645_160x160

5 ოქტომბრს  კიევში, უკრაინის კრიზისის მედია ცენტრში, მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: „საგარეო პოლიტიკის აუდიტი: უკრაინა-საქართველო“ , სადაც ინსტიტუტის წარმომადგენელმა დარია გაიდაიმ წარმოადგინა ანგარიში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

როგორც იუწყება საქართველოს საელჩო უკრაინაში, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, უკრაინის უმაღლესი რადას საქართველო-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების დეპუტატთა ჯგუფის თავმჯდომარემ ხვიჩა მეფარიშვილმა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის წარმომადგენელმა იგორ რომანმა და  უკრაინის მინისტრთა კაბინეტის  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ანდრეი მელნიჩუკმა.  ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.