Archive for Листопад 8th, 2016

კიევში ელისო ვირსალაძის კონცერტი გაიმართა

eliso-virsaladze

4 ნოემბერს ქ. კიევში გაიმართა ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის კონცერტი. კონცერტი შედგა უკრაინის ეროვნულ ფილარმონიაში. მასში მონაწილეობდა უკრაინის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი  დირიჟორის რომან კოფმანის ხელმძღვანელობით. კონცერტს, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა დაესწრო საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება.