Archive for Березень 19th, 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ანექსიის სამი წლისთავთან დაკავშირებით

12779134_517115195132299_1551927755261927648_o-big

სამი წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით სრულად იქნა უგულებელყოფილი უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.