Posts Tagged ‘კიევი

კიევში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

rustaveli

კიევში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, საელჩოს თანამშრომლებმა, დიასპორის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი, რის შემდეგაც საქართველოს საელჩოში, გაიმართა საზეიმო ღონისძიება.

კიევში ელისო ვირსალაძის კონცერტი გაიმართა

eliso-virsaladze

4 ნოემბერს ქ. კიევში გაიმართა ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის კონცერტი. კონცერტი შედგა უკრაინის ეროვნულ ფილარმონიაში. მასში მონაწილეობდა უკრაინის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი  დირიჟორის რომან კოფმანის ხელმძღვანელობით. კონცერტს, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა დაესწრო საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება.

კიევში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებული საღამო გაიმართა

akaki11

17 დეკემბერს კიევში საქართველოს საელჩოში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებული საღამო გაიმართა, სადაც წიგნის „აკაკი წერეთელი რჩეული პროზა“ პრეზენტაცია ჩატარდა. წიგნი უკრაინულ ენაზე თარგმნა უკრაინაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მწერალმა და თარჯიმანმა რაულ ჩილაჩავამ.

კიევში ქართველი მხატვრის ლადო თევდორაძის გამოფენა გაიხსნა

tevdoradze

2015 წლის 10 სექტემბერს, ქ. კიევში, უკრაინული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით გაიმართა ქართველი მხატვრის, ლადო თევდორაძის  ნამუშევრების გამოფენის გახსნა, რომელსაც დაესწრო ელჩი  მიხეილ უკლება.

Проект “Музика Гії Канчелі” представляють у Києві

kanceli

Музична подія відбудеться в Києві 14 травня на головній класичній музичній сцені України – у Колонному залі імені М.В. Лисенка Національній філармонії України. Початок о 19 годині. Цього року музична спільнота відзначає ювілей легендарного грузинського композитора Гії Канчелі, якому виповнюється 80 років.