
საქართველოს საელჩოში გაიმართა ცნობილი ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის უკრაინულ ენაზე ნათარგმნი წიგნის „გველის პერანგი“ პრეზენტაცია.
მ.წ. 25 აპრილს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ცნობილი ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის უკრაინულ ენაზე ნათარგმნი წიგნის „გველის პერანგი“ პრეზენტაცია, რომელიც გამოსცა წამყვანმა უკრაინულმა გამომცემლობამ „კალვარია“.დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, გამომცემელმა ქსენია მაცკევიჩმა და წიგნის მთარგმნელმა გიორგი არაბულმა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული სასმელებითა და კერძებით.