უკრაინის პრეზიდენტმა ღირსების რევოლუციის დროს დაღუპული  ორი ქართველი ზეციური ასეულის ორდენებით  დააჯილდოვა

революція гідності розшир

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ზეციური ასეულის ორდენებით  დააჯილდოვა სამი უცხოელი – ბელარუსის მოქალაქე მიხეილ ჟიზნევსკი და საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ხურცია და დავით ყიფიანი, რომლებიც ღირსების რევოლუციის დროს დაიღუპნენ.

დავით ილიას ძე ყიფიანი: 1980 წლის 28 ივნისი, თბილისი, საქართველო – 21 თებერვალი 2014, კიევი, უკრაინა) –  ღირსების რევოლუციის გმირი, ევრომაიდანის მონაწილე, გარდაიცვალა გულის გაჩერების შედეგად.

ზურაბ ხურცია (1960 წლის 29 ივლისი – 2014  წლის 18 თებერვალი ) – ევრომაიდანის აქტივისტი.

ზურაბ ხურციას შესახებ მისი თანამოძმე იხსენებს: მე და ზურაბი არ ვიყავით ნაცნობები, დავიბადეთ სხვადასხვა ქვეყნებში, ვლაპარაკობდით სხვადასხვა ენაზე,  მაგრამ მაიდანის ბარიკადებზე ჩვენ გავხდით ძმები – სულით, ფიქრებით და მისწრაფებებით, ოცნებებით, იდეებით, ღირსებით და თავისუფლებით  ძმები.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.