«ვიცი, რომ ახლო მომავალში ეს საზღვარი არ იარსებებს» – ლაპლანდიელი სანტა  საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

1577891105-81706576_2998469390186964_6770281584340762624_n

ლაპლანდიელი სანტა, რომელიც მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია დღეს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპაცია დაგმო, საქართველოს ერთიანობასა და მშვიდობაზე ისაუბრა.

,,ჩვენ ვიმყოფებით ძალიან განსაკუთრებულ ადგილას, დღეს ეს ხიდი ჯერ კიდევ ყოფს ოკუპირებულ აფხაზეთს და თავისუფალ საქართველოს, მსოფლიოში ჩემი მთავარი დანიშნულება არის ვიყო ელჩი მშვიდობის და სიკეთის! მე ვიცი რომ ახლო მომავალში ეს საზღვარი არ იარსებებს და ვისურვებ, რომ მოვიდე შემდეგ წელს ამ ხიდთან და აღვნიშნოთ ამ საზღვრის არქონა, ეს სურვილი საუკეთესო იქნება ქართველებისთვის და მსოფლიოსთვის. ახლა დროა ქართველი ხალხის და თავისუფალი საქართველოსი, მიყვარხართ გისურვებთ წარმატებებს!“ – განაცხადა მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩმა ენგურის ხიდზე.

ლაპლანდიელმა სტუმარმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა, მოგვიანებით კი საჩუქრები ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილ ბავშვებს დაურიგა. ადგილზე იმყოფებოდნენ, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სანტა კლაუსი ზუგდიდის შემდეგ ფოთს, ხვალ 2 იანვარს, კი მესტიას ესტუმრება, ლაპლანდიელი სტუმარი საქართველოში 9 იანვრამდე დარჩება, ამ ხნის განმავლობაში კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და დედაქალაქს ესტუმრება. პროექტის ინიციატორები არიან ,,საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია“ და ,,ფინეთ- საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ-ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი“, პროექტი ხორციელდება სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ოქროს სპონსორია მეღვინეობა ,,ხარება“.

82028767_1360650207446263_8605084509316055040_o

1577891107-81214597_2998469183520318_4086805482591748096_n

80883315_1360651050779512_6542878128467869696_o

81614573_1360650237446260_5687394250254188544_o

80888508_1360650647446219_6867159656943321088_o

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.