ქართველებმა და უკრაინელებმა ერთად შეაგროვეს თანხა ატო-ს მებრძოლებისთვის (ფოტო)

im578x383-2

“დაეხმარე დაჭრილს” – ასეთი კულტურულ-პატრიოტული აქცია ჩატარდა უკრაინის კულტურის სამინისტროს და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ქართულ-უკრაინულ საქველმოქმედო აქციაზე ანტიტერორისტულ ოპერაციაში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ შეაგროვეს თანხა.

უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილემ თამარა მაზურმა აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურული ინიციატივები მთელი ხალხის მხარდაჭერის  დემონსტრაციას ახდენენ.

უკრაინულ კოლექტივებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ხალხურმა ანსამბლმა «იბერიელმა» და ასევე შმაგი ტაგიაშვილმა.

 

 

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.