ქართულმა დიასპორამ უკრაინელი მებრძოლებისთვის თანხა შეაგროვა

стяг укр гр 1

ოდესაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა დევნილი ბავშვებისა და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაჭრილი მებრძოლებისთვის თანხის შეგროვების მიზნით საქველმოქმედო საღამო მოაწყვეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ქართულმა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა “ივერიამ” და ქართულმა ეროვნულ-კულტურულმა საზოგადოება “საქართველომ” კონცერტი “მეგობრები სამუდამოდ” ჩაატარეს.

როგორც ოდესაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ ღონისძიებაზე შეგროვილი მთელი თანხა მიმართული იქნება დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან დევნილი ბავშვების მხარდასაჭერად, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაღუპული უკრაინელი სამხედროების შვილების და სამხედრო-სამედიცინო ცენტრის მხარდასაჭერად.
კონცერტს ესწრებოდა კონსული – ოდესაში საქართველოს საკონსულოს ხელმძღვანელი მანუჩარ წოწონავა.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.