უკრაინელი მეომრები საშობაო სიმღერას “შჩედრიკს” ასრულებენ (ვიდეო)

biiciscedrik

სამმა უკრაინელმა მეომარმა-მოხალისემ დიმიტრი ტოლმაჩმა, ბოჰდან რობულეცმა და ევგენ მაჰრიჩუკმა ცნობილი საშობაო სიმღერის “შჩედრიკის” შესრულებით მიულოცა უკრაინელებს ახალი წელი და შობის დღესასწაული.

 

მეომრებს სიმღერის ჩასაწერად ორი საათი ჰქონდათ. ამის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში.

საშობაო სიმღერა “შჩედრიკი” – მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინული სიმღერაა.  ის კომპოზიტორი მიკოლა ლეონტოვიჩის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში დამუშავებული  ხალხური სიმღერაა. 1921 წლის 5 ოქტომბერს “შჩედრიკი” პირველად იქნა შესრულებული კონცერტზე ნიუ-ორკში.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.