
ლვოვის ოლქში 68 წლის ბებიამ საომარი წვრთნა გაიარა. ბებიას წვრთნების ფოტოებმა უპრეცენდენტო აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტში.
იგი მივიდა სამხედროებთან მათთვის საკვების მომზადების მიზნით. ამ დროს დაინახა, რომ მამაკაცებთან ერთად ქალებიც გადიან წვრთნებს, სთხოვა სამხედროებს მისთვისაც ესწავლებინათ სამხედრო საქმიანობა. ქალბატონმა კატერინამ სხვებთან ერთად დაიწყო ავტომატის აწყობის და დაშლის სწავლა, გაიარა მომზადება სროლაში.