უკრაინელებმა საქართველოში საშობაო ვერტეპი გამართეს

vertep11

14 იანვარს საქართველოში მცხოვრები უკრაინელთა ასოციაციის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში  (ხელმძღვანელი მ.ბორისი) გაიმართა ტრადიციული საზეიმო ღონისძიება “საშობაო ვერტეპი” (შობის სცენა), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის დიასპორის, ქართული საზოგადოების წარმომადგენელბმა და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებმა.

როგორც საქართველოში უკრაინის საელჩო იუწყება, ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა უკრაინის დიპლომატიური დაწესებულების მეორე მდივანი ო.კურილო, რომელმაც საელჩოს სახელით გადასცა ბავშვებს საშობაო საჩუქრები, ხოლო უკრაინული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს  საბო ივანიძეს და ელენე ბეჟაშვილს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელის დამადასტურებელი მოწმობები.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.