22 იანვარს, უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, დიასპორის, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს ტარას შევჩენკოს ძეგლი თბილისში.
თავის მიმართვაში , საქართველოში უკრაინის ელჩმა ვ.ციბენკომ, სხვათა შორის აღნიშნა, რომ დღეს დიდი დღეა უკრაინელი ხალხის ისტორიაში. 96 წლის წინ გაერთიანების აქტის გამოცხადებით უკრაინის სახალხო რესპუბლიკა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა გაერთიანდნენ ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამგვარად ასრულდა უძველესი ოცნება, რომლით ცხოვრობდნენ და როლმის გამო სიცოცხლეს წირავდნენ უკრაინის საუკეთესი შვილები, უკრაინის დატანჯულმა ერმა კი მიიღო შესაძლებლობა აეშენებინა განუყოფელი სუვერენული სახელმწიფო ადამიანების საკეთილდღეოდ.
და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ იარსება მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს მოვლენა სამუდამოდ შემონახულია სახალხო მეხსიერებაში, როგორც უკრაინელი ხალხის უძლეველი სწრაფვის სიმბოლო თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის.
გარდა ამისა, ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სწავლობენ საელჩოსთან არსებული უკრაინული ენის კურსებზე და საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციის შაბათის სკოლაში , ჩატარდება თემატური გაკვეთილები, მიძღვნილი ამ მნიშვნელოვან მოვლენას.
1919 წლის 22 იანვარს კიევში სოფიის მოედანზე გაიმართა უკრაინის სახალხო რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გაერთიანების აქტის გამოცხადება, რომლითაც იყო გათვალისწინებული ერთიანი უკრაინის ორი დაშორებული ნაწილის–დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკისა(გალიჩინა, ბუკოვინა და უნგრეთის უკრაინა) და მდინარე დნეპრთან მიმდებარე დიდი უკრაინის გაერთიანება.