უკრაინაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაწყება პარლამენტის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული

alasania

საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაწყება უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ალასანიამ განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ მთელ რიგ კანონებში შესატანი ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს ამა წლის პირველ სხდომაზე სამუშაო ჯგუფისა, რომელიც უკრაინის ეროვნული საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიის შექმნის სტრატეგიაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, უმაღლესმა საბჭომ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი № 1357.

“დეპუტატებმა უნდა განიხილონ ეს დოკუმენტი შემოთავაზებული ცვლილებების გათვალისწინებით. თუმცა პირველი მოსმენის შემდეგ  დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლობის საკითხი უკვე არა იურიდიული ან ექსპერტული, არამედ  პოლიტიკურია. მაგრამ ჩვენზე – ჯგუფზე, რომელიც უკრაინაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნაზე მუშაობს, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გავაგრძელოთ აქტიურად მუშაობა”, – განაცხადა უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ალასანიამ.

შესწორებების განხილვისას, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონებში, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს სამი მნიშვნელოვანი ასპექტი: უკრაინის საზოგადოებრივი ტელეკომპანიის შექმნა  რეორგანიზაციის და არა ლიკვიდაციის გზით, ქონების პრივატიზაციის და კომპანიის აქციების გაყიდვის აკრძალვა,  და სრულყოფილი მაუწყებლობა რეგიონებში.

“უნდა იქნეს შეტანილი ისეთი დამატებითი ცნება, როგორიც არის რეგიონალური მაუწყებლობა, რომელიც ნებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და 24-საათიანი მაუწყებლობა რეგიონებში. ასევე აუცილებელია დაიწეროს პირდაპირი აკრძალვა გასხვისების თაობაზე, დაგაცემის, კომპანიის ქონების პრივატიზაციის შესახებ და შეუძლებელი უნდა გახდეს მისი აქციების გაყიდვა”, – განაცხადა შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსმა ნატალია სტეპანოვამ.

ასე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სრულყოფილი დაწყება უკვე პარლამენტარების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რადგან უკრაინის საზოგადოებრივი ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის შესახებ ზოგიერთ კანონში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობენ თავი აერიდოს მთელ რიგ დაბრკოლებებს, რომლებიც  დღეს საზოგადოებრივის სრულყოფილად მუშაობას  უშლიან ხელს.

კანონპროექტის განხილვა დაგეგმილია მეორედ მოსმენაზე, რომელიც უახლეს დროში შედგება.

მოამზადა თამთა გუგუშვილმა

უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის მასალების მიხედვით

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.