24 წლის უკრაინელი სამხედრო ალექსანდრე ორლიაკი დონეცკის ოლქში 6 თებერვალს დაიღუპა. იგი 128-ვე ბრიგადაში მსახურობდა .მეომარი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დებალცევოსთან ბრძოლაში დაიღუპა.
ალექსანდრეს ხელყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.
ასობით ადამიანი მივიდა ტერნოპილის საკათედრო ტაძარში, რათა გმირის ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ. ეკლესიიდან მეომარი სამხედროებმა გამოასვენეს. მთელი გზის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში ხალხი მუხლმოყრილი და სანთლებით ხელში ხვდებოდა სამხედროს ცხედარს. “გმირები არ კვდებიან!”, – ერთხმად იმეორებდა ასობით ადამიანი.
თამთა გუგუშვილი, უკრაინა
Тамта Ґуґушвілі, фото Ігоря Бенцала