კიევში ვახტანგ კიკაბიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართა

kikabize

მიმდინარე წლის 19 მარტს ქ.კიევის ხელოვნების სასახლეში “უკრაინა“ დიდი წარმატებით გაიმართა ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის ვახტანგ კიკაბიძის საიუბილეო კონცერტი.

ხოლო 21 მარტს გაიმართა პრესტიჟული უკრაინული პრემიის „წელიწადის ადამიანი-2014“ მეცხრამეტე საზეიმო ცერემონია, რომელზეც უკრაინის და უცხოეთის სხვა დამსახურებულ მოღვაწეებთან ერთად დააჯილდოვეს ვახტანგ კიკაბიძე. აღსანიშნავია, რომ პრემია აგრეთვე გადაეცა ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს. ღონისძიებებს დაესწრო საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.