ქართველი რეფორმატორი ტერნოპილის მერის მრჩეველი გახდა

SAM_0712

ქალაქ ტერნოპილის მერის მრჩეველი რეფორმების ჩატარებისა და ინვესტიციების მოძიების საკითხებში «ახალგაზრდა რეფორმატორების კლუბის» კოორდინატორი ილო ღლონტი გახდა. შესაბამის ბრძანებას ტერნოპილის მერმა სერგეი ნადალმა 8 აპრილს მოაწერა ხელი.

ილო ღლონტის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით მალე განხორციელდება პროექტი «მერის საზოგადოებრივი მრჩევლების ინსტიტუტი». როგორც ტერნოპილის მერმა სერგეი ნადალმა აღნიშნა, საქართველოს გამოცდილება რეფორმების ჩატარებაში უკრაინისთვის ძალიან ფასეულია. ამიტომ ტერნოპილში ინვესტიციების მოძიებაზე ახალგაზრდა ქართველ რეფორმატორებთან ერთად  იმუშავებენ. თანამშრომლობა ეხება როგორც ხანგრძლივ, ისე მოკლევადიან პროექტებს.

ილო ღლონტმა აღნიშნა, რომ ტერნოპილში არის  შესაბამისი გარემო, რომელიც აუცილებელია რეფორმების ჩატარებისთვის. «ეს ქალაქი მზად არის დიდი ცვლილებების განხორციელებისთვის. აქ ბევრი ახალგაზრდაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები ტერნოპილის პოტენციალს მაღალ დონეზე აფასებენ. მნიშველოვანი ფაქტორია ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერა, რაც პოტენციური ინვესტორებისთვის იმის გარანტიაა, რომ მათი პროექტები წარმატებულად განხორციელდება».

თამთა გუგუშვილი, უკრაინა, ფოტო ავტორის

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.