2015 წლის 10 სექტემბერს, ქ. კიევში, უკრაინული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით გაიმართა ქართველი მხატვრის, ლადო თევდორაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნა, რომელსაც დაესწრო ელჩი მიხეილ უკლება.
აღნიშნული გამოფენა ტარდება სრულიად უკრაინის „ქვილთი“ კერვის მე-8 ფესტივალის და უკრაინული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის 10 წლის იუბილის ფარგლებში და გაგრძელდება მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე.