საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან პეტრე პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას საქართველო – უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა მინსკის შეთანხმებების დაცვის აუცილებლობა.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მინსკის შეთანხმების ფორმატი იყოს დაცული, რათა მოხდეს სიტუაციის დესკალაცია.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ევროინტერგაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურებაზე.
გიორგი მარგველაშვილი პეტრე პოროშენკოს უკრაინაში დაგეგმილ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა და პეტრე პოროშენკომ იმედი გამოთქვეს რომ უახლოეს მომავალში მათი შეხვედრა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგება.