საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ნატალია გალიბარენკოს.
ა.წ. 18 სექტემბერს, ქ.კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნატალია გალიბარენკო შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას, რომელიც იმყოფებოდა უკრაინაში სუამის წევრ-სახელმწიფოთა ეროვნული კოორდინატორების შეხვედრის ფარგლებში.
მხარეებმა განიხილეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები, არსებული საერთო გამოწვევები და საფრთხეები ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კონტექსტში. განხილულ იქნა აგრეთვე პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები შავი ზღვის რეგიონში.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველეს ყოვლისა გაერო-სა და სუამის, ფარგლებში, და ურთერთმხარდაჭერას ევროინტეგრაციის საკითხებში.
ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე დაესწრო ელჩი მიხეილ უკლება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ია ლომიძე.