რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ბაზის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,როიტერი’’ ავრცელებს.
სამხედრო ობიექტი ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბოგუჩარში, უკრაინის ლუგანსკის ოლქის საზღვრიდან 45 კილომეტრში განთავსდება. ბაზა 5 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეზე და შეიარაღების 1 300-ზე მეტ ერთეულზეა გათვლილი.
ნინო ექვთიმიშვილი, medianews.ge