CNN-მა საქართველოზე საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება დაიწყო

cnn1

ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეოების ჩვენება დაიწყო. 30 წამიანი ვიდეორგოლი მსოფლიოს წამყვანი ტელეარხის ეთერში 7 თვის განმავლობაში იტრიალებს.

ტელეკომპანიასთან მოლაპარაკება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ აწარმოა, იუწყება რუსთავი2. ვიდეორგოლი გადაცემაში სახელწოდებით „აბრეშუმის გზა – წარსული, აწმყო და მომავალი“ გავიდა. პროექტი აბრეშუმის გზის ისტორიულ მარშრუტს მოიცავს და მაყურებელს ჩინეთიდან ევროპამდე ქვეყნებს აცნობს. საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი სწორედ ამ გადაცემაში განთავსდება.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.