ჟურნალისტი თამთა გუგუშვილის ფოტოგამოფენა «უკრაინა პორტრეტებში»

19

24 სექტემბერს არტ-გალერეა «Bunkermuz» გაიხსნა უკრაინაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის თამთა გუგუშვილის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა «უკრაინა პორტრეტებში». გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი უკრაინელების პორტრეტები. მათ შორის არიან ანტიტერორისტული ოპერაციის მეომრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ვეტერანები, მოხალისეები, რომლებიც უკრაინული ჯარისთვის აგროვებენ დახმარებას.

22“ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან უკრაინის დღევანდელ ისტორიას. ძალიან ხშირად მეკითხებიან საქართველოში, რა ხდება უკრაინაში და არის თუ არა უკრაინელი ხალხი მზად ბრძოლისთვის. ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები ხშირად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაიგო ადამიანების ემოცია. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ფოტოგამოფენა, სადაც იქნებოდა პორტრეტები. ყოველი ადამიანი, რომელიც წარმოჩენილია ამ გამოფენაზე,  დღეს იბრძვის უკრაინის მომავლისთვის. ზოგი ომის წინა ხაზზეა, ზოგი ხელოვნებას ქმნის, ზოგი ჯარისთვის აგროვებს დახმარებას, ზოგი აგრძელებს განათლების მიღებას და ასე შემდეგ. ეს არის ბრძოლა, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა უკრაინის ისტორიაში და ყოველი ადამიანი თავისი შესაძლებლობების შესაბამისად იცავს დღეს უკრაინას აგრესორისგან», – ამბობს თამთა გუგუშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილია ჟურნალისტის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოები.

17«დიდხანს ვფიქრობდი რა ფორმით წარმომეჩინა დაღუპული უკრიანელი მეომრების თემა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ იქნებოდა ერთი დაღუპული მეომრის ერთი ფოტო. ეს არის ბატალიონ «ოუნ»-ის მებრძოლი ვასილ კინდრაცკი. ფოტო 3 მარტს არის გადაღებული. 28 მაისს ვასილ კინდრაცკი დაიღუპა დონეცკის ოლქში. შეგნებულად არ ავარჩიე ფოტოები მეომრების დაკრძალვებიდან, მშობლების, ოჯახის წევრების სევდიანი სახეები. არ მინდოდა ეს უდიდესი ტრაგედია ამ ფორმით ყოფილიყო წარმოჩენილი. უკრაინელი ჯარისკაცები არიან გმირები, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს მეხსიერებაში და უკრაინის ისტორიში. ამიტომ ფოტოს, რომელზეც ვასილ კინდრაცკია გამოსახული, ჰქვია «გმირები არ კვდებიან».

88

13გამოფენაზე არის ცნობილი უკრაინელების პორტრეტები – მსოფლიოში განთქმული მხატვარი ივან მარჩუკი, ცნობილი თანამედროვე მწერლები იური ანდრუხოვიჩი, ალექსანდრე ირვანეცი.

«არის უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის პასუხისმგელობის თემა იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს უკრაინაში ხდება. ფოტოზე ასახულია, როგორ ართმევენ ახალგაზრდები ავტოგრაფს პეტრო პოროშენკოს.  ხალხის მიერ გამოცხადებული ეს გულწრფელი ნდობის მანდატი და სიყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს პრეზიდენტისთვის», – აღნიშნავს თამთა გუგუშვილი.

იმისთვის, რომ საქართველოდან ხელმისაწვდომი იყოს ფოტოგამოფენა და ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს პორტრეტების ნახვა, ფოტოები განთავსდა ინტერნეტში.

55«ყოველ ფოტოს აქვს ანოტაცია ქართულად და უკრაინულად, რომ გასაგები იყოს ფოტოების კონტექსტი. ამ ფორმით ხდება არა მარტო ემოციის, არამედ ტექსტობრივი ინფორმაციის გადაცემა. მინდა ავღნიშნო, რომ ამ ფოტოგამოფენაზე არიან წარმოჩენილი უკრაინელი გმირები, მაგრამ ეს ფოტოები მარტო მათზე არ არის. ეს არის ფოტოები დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, ეს არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც იბრძვიან თავისი ქვეყნის ტერიტორიების, იდეოლოგიის, ეროვნული ფასეულობების დასაცავად. ეს არის ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის. ეს გზა უკვე საუკუნეების მანძილზე უშუალოდ აკავშირებს უკრაინას და საქართველოს, სადაც დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ», – ამბობს თამთა გუგუშვილი.

24142130771216

 

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

18

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირველად თამთა გუგუშვილის ფოტოგამოფენას «უკრაინა პორტრეტებში» «UAGE-NEWS» წარუდგენს ქართველ

საზოგადოებას.

P1130811

Слава Україні! Героям Слава!

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

 

P1010427Герої не вмирають! Воїн батальйону «ОУН» Василь Кіндрацький, який 28 травня 2015 року загинув у зоні АТО.

გმირები არ კვდებიან! ბატალიონი «ოუნ»-ის მეომარი ვასილ კინდრაცკი, რომელიც 2015 წლის 28 მაისს  ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაიღუპა.

 

P10300722015 рік, відновлення строкової служби – військовий капелан В’ячеслав Кізілов благословляє перших на Тернопільщині призовників.

2015 წელი, სამხედრო სამსახურში გაწვევის აღდგენა – სამხედრო კაპელანი ლოცავს ტერნოპოლის ოლქში სამხედრო სამსახურში პირველ გაწვეულ ახალგაზრდებს. 

P1010712Борис Гуменюк – письменник, який пішов на фронт захищати Україну.

ბორის ჰუმენიუკი – მწერალი, რომელიც უკრაინის დასაცავად ბრძოლის წინა ხაზზე წავიდა.

DSCF1967

89-річний ветеран УПА Володимир Чермошенцев, який ціле життя воював за Незалежність України. Володимир Чермошенцев після вторгнення російських військ до Криму був змушений покинути домівку. 25 березня 2014 року він переїхав жити на Тернопільщину.

89 წლის უკრაინის მეამბოხეთა არმიის ვეტერანი ვლადიმერ ჩერმოშენცევი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის. ვლადიმერ ჩერმოშენცევი რუსეთის ჯარების ყირიმში შეჭრის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. 2014 წლის 25 მარტს იგი ტერნოპილის ოლქში გადავიდა საცხოვრებლად.

P1000456

Іван Ясній – режисер, який знімає документальні фільми в зоні АТО. Співавтор і режисер фільму про перших добровольців, які пішли захищати Україну від агресора – «Війна за свій рахунок» і фільму про Героїв, які обороняли Донецький аеропорт «Добровольці Божої Чоти».

ივან იასნი – რეჟისორი, რომელიც იღებს დოკუმენტურ ფილმებს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. თანაავტორი და რეჟისორი ფილმის პირველ მოხალისეებზე, რომლებიც უკრაინის დასაცავად გაეშურნენ – «ომი საკუთარ ხარჯზე» და ასევე ფილმის გმირების შესახებ, რომლებიც დონეცკის აეროპორტის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ.

P10109144

Доктор політичних наук, професор, історик Микола Лазарович, який служить у Збройних силах України. Під час військової відпустки завітав у рідний університет.

პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, ისტორიკოსი მიკოლა ლაზაროვიჩი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამხედრო შვებულების დროს უნივერსტეტში მივიდა.

 

P1050981

 

 

 

Кіборг Донецького аеропорту – Андрій Шараскін, позивний – “Богема”. Актор і режисер, який після початку бойових дій на сході України пішов добровольцем у зону АТО.

დონეცკის აეროპორტის კიბორგი – ანდრეი შარასკინი, მეტსახელი – ბოჰემა. მსახიობი და რეჟისორი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მოხალისედ წავიდა.

SAM_1341

Під час відзначення 103-ї річниці складання першої пластової присяги несуть Держаний Прапор України, розписаний воїнами у зоні АТО.

 «პლასტის» პირველი ფიცის დადების 103 წლისთავის აღნიშვნის დროს  – უკრაინელი მეომრების მიერ ხელმოწერილი უკრაინის სახელმწიფო დროშა.

марчук2

 

 

 

 

Іван Марчук. 26 вересня, 2014 до 200-річчя з Дня народження Великого Кобзаря всесвітньовідомий український художник репрезентував образотворче видання «Шевченкіана». Як відомо, цикл полотен, створений за творами Тараса Шевченка, Іван Марчук почав писати у 1983, роботу над «Шевченкіаною» завершив у 1984 році.

ივან მარჩუკი. 2014 წლის 26 სექტემბერს ტარას შევჩენკოს დაბადების დღიდან 200 წლისთავზე მსოფლიოში ცნობილი უკრაინელი მხატვრის ივან მარჩუკის სახვითი ხელოვნების ალბომის «შევჩენკიანას» პრეზენტაცია შედგა. გამოცემაში წარმოდგენილია ტილოების ციკლი, რომლებიც ივან მარჩუკმა 1983-1984 წლებში ტარას შევჩენკოს ნაწარმოებების მიხედვით შექმნა.

P1100535Нагорода волонтерам з рук доньки загиблого в зоні АТО Героя – пластуна, фотокореспондента, волонтера, воїна України Віктора Гурняка. На фото – Юстинка Гурняк і відома письменниця, етнограф, волонтер Лілія Мусіхіна.

 ჯილდოს მოხალისეებს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაღუპული მებრძოლის, ფოტოკორესპონდენტის ვიქტორ ჰურნიაკის შვილი გადასცემს. ფოტოზე – იუსტინკა ჰურნიაკი და ცნობილი უკრაინელი მოხალისე, ეთნოგრაფი, მწერალი ლილია მუსიხინა.

DSCF0340

 

 

Державний прапор України – зброя ідеологічної боротьби.

უკრაინის სახელმწიფო დროშა – იდეოლოგიური ბრძოლის იარაღი.

 

 

 

 

 

Ротація… український боєць йде в зону АТО.

როტაცია… უკრაინელი მეომარი  ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიდის.

P1080488

 

 

 

 

 

 

Україна – держава, яка під час війни творить мистецтво. Заслужений художник України Богдан Ткачик на відкритті  виставки з нагоди 110-ї річниці художника-неовізантиста Андрія Наконечного.

უკრაინა – სახელმწიფო, რომელიც ომის დროს ქმნის ხელოვნებას. უკრაინის დამსახურებული მხატვარი ბოგდან ტკაჩიკი მხატვარი–ნეოვიზანტისტი ანდრეი ნაკონეჩნის 110-წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.

P1030260

 

 

Юрій Андрухович – зустріч із читачами і автограф-сесія на всеукраїнському літературно-мистецькому фестивалі «Ї».

იური ანდრუხოვიჩი – შეხვედრა მკითხველებთან და ავტოგრაფ-სესია ლიტერატურულ ფესტივალზე «Ї».

P1000384

 

 

 

 

 

Вчитель – на військовому вишколі.

მასწავლებელი სამხედრო წვრთნაზე.

P1070787

3-річна Алісія Захарко, яка увійшла до Книги рекордів України, як наймолодший автор персональної виставки.

3 წლის ალისია ზახარკო, რომელიც უკრაინის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც პერსონალური გამოფენის ყველაზე მცირეწლოვანი ავტორი.

P1030399Олександр Ірванець – читання поезії на Всеукраїнському літературно-мистецькому фестивалі «Ї».

ალექსანდრე ირვანეცი – პოეზიის კითხვა ლიტერატურულ ფესტივალზე «Ї». 

P1120484На межі реформування – ще не поліція, але вже з ровером.

რეფორმების ზღვარზე – ჯერ კიდევ არ არის პოლიცია, მაგრამ ველოსიპედი უკვე აქვს.

P1020930Автограф від Президента України.  ავტოგრაფი უკრაინის პრეზიდენტისგან.

P1030875

Стефанія Семенівна Радецька отримує вітання до Дня Матері, коли двоє дорогих її серцю чоловіків – син та внук захищають Незалежність Батьківщини на сході України.

სტეფანია რადეცკამ  დედის დღეს მისალოცი ბარათი მიიღო, როცა მისი შვილი და შვილიშვილი აღმოსავლეთ უკრაინაში იცავენ სამშობლოს დამოუკიდებლობას.

P1130696Всеукраїнський фестиваль «Фольк-фест». ფესტავალი «ფოლკ-ფესტი»

P1060930

 

 

 

 

 

 

 

Міжнародний футбольний турнір серед команд української діаспори. Переможець у номінації «Найсексуальніший спортсмен» за результатами опитування вболівальників у соцмережі.

საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი უკრანული დიასპორის გუნდებს შორის. სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად – გამარჯვებული ნომინაციაში «ყველაზე სექსუალური სპორცმენი».   

 

 

Братерська хода – волонтер Логістичного центру допомоги бійцям АТО Оля Раківська.

ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლების დახმარების ლოგისტიკური ცენტრის მოხალისე ოლია რაკივსკა.

P1130591

Братерська хода – волонтер Самооборони Майдану Тернопільщини Роман Павлишин.

ტერნოპოლის ოლქის მაიდანის თვითდაცვის მოხალისე რომან პავლიშინი.

P1110888Щороку тисячі лемків з України та із-за кордону приїжджають на Тернопільщину на Всеукраїнський фестиваль лемківської культури.

ყოველ წელს ათასობით ლემკი ჩადის ტერნოპოლის ოლქში მთელი უკრაინიდან და საზღვარგარეთიდან ლემკური კულტურის ფესტივალზე.

P1090229

 

 

 

 

Вінець патріотизму – волонтер Логістичного центру допомоги бійцям АТО Богдан Кіндій на фестивалі готує їжу, щоб зібрати кошти на потреби українських воїнів.

პატრიოტიზმის გვირგვინი –  ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლების დახმარების ლოგისტიკური ცენტრის მოხალისე ბოგდან კინძი ამზადებს საჭმელს, რათა უკრაინელი მებრძოლებისათვის შეაგროვოს თანხა. 

P1040661

 

 

 

Сталінські репресії – сторінка історії сповнена трагізмом і надією на майбутнє. Масштаби і кількість жертв репресій вивчають досі. На фото – старший науковий співробітник Тернопільського історико-меморіального музею політичних в’язнів Ігор Олещук.

სტალინის რეპრესიები – ტრაგიზმით და მომავლის იმედით აღსავსე ისტორიის გვერდი. რეპრესიების მაშტაბების შესწავლა დღემდე გრძელდება. ფოტოზე – ტერნოპილის პოლიტიკური პატიმრების ისტორიულ-მემორიალური მუზეუმის უფროსი მეცნიერმუშაკი იგორ ოლეშჩუკი.

P1130277Допомога воїнам зібрана руками дітей: Еля Мусіхіна -одна з юних волонтерів, яка вже понад рік збирає допомогу для воїнів АТО. Завдяки дітям, які демонструють неймовірну силу волі, терпіння і патріотизм в зону АТО відправили вже не одну машину завантажену тоннами допомоги.

ბავშვების ხელებით შეგროვებული დახმარება მეომრებს: ერთერთი მოხალისე, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დახმარებას აგროვებს. ბავშვების წყალობით, რომლებიც საოცარ ნებისყოფას, მოთმინებას და პატრიოტიზმს ამჟღავნებენ, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში უკვე ტონობით დახმარებით დატვირთული არაერთი მანქანა გაგზავნეს.

SAM_2863

Фестиваль «Вуличний ринок» – простір для талановитих майстрів.

ფესტივალი «ქუჩის ბაზრობა» – სივრცე  ნიჭიერი შემოქმედებისთვის.

P1140128

День Державного Прапора України, 2015 рік.

უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე, 2015  წელი.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.