2015 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე დაიხვეწა მონაცემთა ბაზა.
მუშაობის სტრატეგიულ მიმართულებებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხების დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
2015 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ დევნილების უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულია სოციალური პროგრამები.
«ვთანამშრომლობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიუჯეტია. ყოველ წელს ამ ტრანსფერს ვანაწილებთ პრიორიტეტების მიხედვით. ვთანამშრომლობთ ასევე არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან». ვახტანგ ყოლბაიამ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წელს არაერთი პროექტი შედგა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჯანდაცვის, განათლების, კულტურის სფეროებს.
ნესტან გუგუშვილი, ფოტო: geonews.ge