ჟურნალი «ქართული წყარო» ყოველი ემიგრანტი ბავშვის მაგიდაზე დაიდება

iavnana222

ქართული პრესა – ემიგრანტ ბავშვებს! საქართველოში საბავშვო გაზეთები გაერთიანდნენ, რათა ემიგრანტი ბავშვებისთვის მშობლიური პრესის მიწოდება მოხდეს. ბეჭდვური ჟურნალის გარდა ხელმისაწვდობი იქნება გამოცემის ელექტრონული ვერსიაც.

სამი საბავშვო გაზეთი – «იავნანა», «კოკროჭინა» და «ნატვრისთვალი» ამ ერთი პატრიოტული პროექტის ირგვლივ გაერთიანდა.  ყოველ ამ გაზეთს ქართულ საბავშვო პრესაში რამდენიმე ათეული წლოვანი გზა აქვს გავლილი  და არაერთი პროექტი განხორციელებული. დღეს ეს გამოცდილება ემიგრანტი ბავშვებისთვის ჟურნალის მომზადებას მოხმარდება.

პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია ІІ ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. იდეა გამოცემისთვის «ქართული წყარო» დაერქმიათ  სწორედ მის უწმიდესობას ეკუთვნის.

«ქართული წყაროს» რედაქციას ნებისმიერი მსურველი შეუძლია დაუკავშირდეს  და ჩაერთოს გაზეთის მომზადების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ გაზეთი საქართველოში მზადდება – ეს საშუალებას მისცემს სამშობლოს  ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ბავშვებს საქართველოში მიმდინარე პროცესების უშუალო მონაწილეები გახდნენ.

«ამ პროექტის დაწყების დღიდან ვამყარებთ კავშირს ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ვსწავლობთ მათი ინტერესის სფეროს, გატაცებებს, პრობლემებს. გვინდა, რომ ეს გამოცემა მათთვის საინტერესო იყოს – ინფორმაციით  და ამავდროულად ეროვნული ფასეულობებით დატვირთული», – ამბობს გაზეთი «იავნანას» რედაქტორი ნესტან გუგუშვილი.

ამ ეტაპზე სრულდება მუშაობა პირველი ნომრის გამოცემაზე. ყველას, ვისაც სურს ითანამშრომლოს გაზეთთან, შეუძლია დაუკავშირდეს რედაქციას ნომერზე 593127239 და ასევე სოციალურ ქსელში. ელექტრონული ფოსტა: nestangugushvili@gmail.com.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.