
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გელა დუმბაძის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. ამის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა უფლებამოსილება.