ქართველი მეომრები უკრაინიდან თანამემამულეებს გიორგობას ულოცავენ (ვიდეო – ექსკლუზივი)

biici-hruz

ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იბრძვიან, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ თანამემამულეებს.

«გიორგობას გილოცავთ ქართველებო, რომლებიც იმყოფებით უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის ფარგლებს გარეთ. წმიდა გიორგის მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს ოჯახებით. ვიმყოფებით ატოს ზონაში. ვართ ჩერმალიკში. ჩვენი მეგობრები გვეახლნენ. ჩამოგვიტანეს დახმარება. ღვთის შეწევნით არ მოგვეშალოს ერთმანეთის ურთიერთობა», – აღნიშნავს  ერთ-ერთი ქართველი მეომარი ვიდეომიმართვაში.

ვიდეო 6 მაისს ჩაწერეს ატოს მეომრების დახმარების ლოგისტიკური ცენტრის ვოლონტერებმა (Логістичний центр допомоги бійцям АТО), რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა იმყოფებიან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში და ხალხის მიერ შეგროვილი დახმარება ჩააქვთ მეომრებთან. ვოლონტერებმა ბოჰდან კინძიმ, იური კულიკმა და ვიტალი შანდრუკმა (Богдан Кіндій, Юрій Кулик і Віталій Шандрук) მოინახულეს ქართველი მებრძოლებიც, გადასცეს ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი და სპეციალურად «UAGE-NEWS»-თვის ჩაწერეს ვიდეო-მიმართვა.

  

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.