ჯამალა «ევროვიზიაზე» ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ უკრაინაში საკონცერტო ტურს მართავს (ფოტო)

P1420029зменшена

20 მაისს შედგა ჯამალას პირველი სოლო კონცერტი უკრაინაში «ევროვიზიის» კონკურსზე გამარჯვების შემდეგ. კონცერტი მომღერლის ტურის «გზა სახლისკენ» ფარგლებში გაიმართა.

ჯამალამ მადლობა გადაუხადა თავის თაყვანისმცემლებს და მათ «ევროვიზიის» შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა. «მე მართლა მთელი გულით მინდოდა გამარჯვება. ძალიან მინდოდა მეთქვა ყველასთვის სცენიდან «Welcome to Ukraine», – აღნიშნა მომღერალმა.

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯამალამ შეასრულა სიმღერები ალბომებიდან «სუნთქვა», «All or Nothing» і «For Every Heart». კონცერტის ბოლოს კი –  «1944» ყირიმელი თათრების დეპორტაციის შესახებ. სწორედ ამ სიმღერით წარსდგა იგი «ევროვიზიის» კონკურსზე და მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება.

კონცერტის შემდეგ გაიმართა ავტოგრაფ-სესია.

თამთა გუგუშვილი, უკრაინა

 

 

 

 

 

 

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.