უკრაინაში, ტერნოპილის ტბაზე, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში F-125 და F-250 კლასების შეჯიბრები გაიმართა. 27-28 აგვისტოს კი მსოფლიო ჩემპიონატი შედგა კლასში “ფორმულა 500″.
ტბაზე გონკებში ოცდათხუთმეტმა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა მაღალკვალიფიციური პროფესიონალური გუნდები ჩამოვიდნენ უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან და თერთმეტი ქვეყნიდან – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან და გერმანიიდან.
“ტერნოპილში ტრასა სერთიფიცირებულია უახლოესი ხუთი წლით. ეს იმას ნიშნავს, მას შეუძლია მიიღოს მსოფლიო, ევროპული პირველობის უმაღლესი კატეგორიების შეჯიბრებები”, – აღნიშნა ვიქტორ შემჩუკმა. აღვნიშნავთ, რომ ტერნოპილში პირველად ასეთი შეჯიბრებები 1987 წელს ჩატარდა. ჩემპიონატების ჩატარების ტრადიცია უკრაინაში 2010 წელს აღდგა.
თამთა გუგუშვილი, უკრაინა