ფესტივალზე “ოქროს ლომი” ავთანდილ ვარსიმაშვილის ორი სპექტაკლი გაიმართა  

zololotilev1

17 სექტემბერს ქ. ლვოვში ყოველწლიური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “ოქროს ლომი” გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების თეატრები.

უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის იაროსლავ ფედორიშინის თქმით, სპექტაკლების არჩევისას აქცენტი გაკეთდა პროფესიონალიზმზე და კლასიკური თემების ექსპერიმენტის სახით წარმოჩენის უნარზე.

როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს პრეს-სამსახური იუწყება, ფესტივალის ფარგლებში თბილისის ა.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულმა დრამატულმა თეატრმა გამართა სპექტაკლი “რევიზორი” მ. გოგოლის ნაწარმოების მიხედვით. 18 სექტემბერს კი “თავისუფალმა თეატრმა” წარმოადგენა “მექანიკური ფორთოხალი” ე. ბერჯესის ნაწარმოების მიხედვით. სპექტაკლებს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დაესწრო.

ორივე თეატრალურმა წარმოდგენამ, რომელთა დამდგმელი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია, მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა.

აღვნიშნავთ, რომ ფესტივალი “ოქროს ლომი” 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.