კიევში სერიალის „უკრაინული მოზაიკა“ პრეზენტაცია  გაიმართა

crop_files_ukraine_ukrainulimozaika_unnamed_11_160x160

2016 წლის 10 ოქტომბერს,  საელჩოში გაიმართა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ გადაღებული სერიალის „უკრაინული მოზაიკა“ პრეზენტაცია, რომელიც ასახავს უკრაინის ისტორიას 1917 წლიდან დღემდე.

როგორც იუწყება საქართველოს საელჩო უკრაინაში, ღონისძიებას ესწრებოდნენ სერიალის ავტორი და  რეჟისორი  მიხეილ ბასილაძე, დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი პროდიუსერი გოჩა ჟორჟოლიანი, უკრაინის უმაღლესი რადას საქართველო-უკრაინის საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სერიალში მონაწილე რესპოდენტები და უკრაინის მასმედიის წარმომადგენლები.

დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ და სერიალის ავტორმა და რეჟისორმა მიხეილ ბასილაძემ. პრეზენტაციის შემდეგ, საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინითა და კერძებით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერიალის, რომელიც შედგება 4 ფილმისგან,  ჩვენება დაიწყება უკრაინის წამყვანი ტელეარხის „5 КАНАЛ“ ეთერში, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.