კიევში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

rustaveli

კიევში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, საელჩოს თანამშრომლებმა, დიასპორის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი, რის შემდეგაც საქართველოს საელჩოში, გაიმართა საზეიმო ღონისძიება.

როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩო იუწყება, დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, უკრაინაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პოეტმა, მთარგმნელმა, დიპლომატმა რაულ ჩილაჩავამ, უკრაინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი ბორშევსკიმ, უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ნიკოლაი ჟულინსკიმ და უკრაინის მწერალთა კავშირის პასუხისმგებელმა მდივანმა ალექსანდრე ბოჟკომ.

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “იბერია”  და კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრის „იბერიელი“ პატარა აღსაზრდელებმა გააცნეს სტუმრებს თავიანთი ხელოვნება და წაიკითხეს ნაწყვეტები  შოთა რუსთაველის პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“. ღონისძიების დასრულების შემდეგ, საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინითა და კერძებით.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.