კიევში ცნობილი ქართველი პიანისტის თამარ ბერაიას სოლო კონცერტი გაიმართა

pic_58

2017 წლის 22 თებერვალს, უკრაინის ეროვნულ ფილარმონიაში გაიმართა ცნობილი ქართველი პიანისტის თამარ ბერაიას სოლო კონცერტი.

2017 წლის 22 თებერვალს, უკრაინის ეროვნულ ფილარმონიაში გაიმართა ცნობილი ქართველი პიანისტის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის თამარ ბერაიას სოლო კონცერტი. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ და შვეიცარიის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინაში კრისტოფ შპატმა. კონცერტმა მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.