ცენტრალური ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალის საპატიო სტუმარი საქართველოა

15095580_1730472307275261_7225112223868817457_n

31 ქართველი ავტორი წარმოადგენს თავის შემოქმედებას ცენტრალური ევროპის ყველაზე მასშტაბურ ტრანს-საზღვრულ ლიტერატურულ ფესტივალზე «საავტორო კითხვის თვე». მასში მონაწილეობას იღებენ ასევე უკრაინელი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი მწერლები.

ქართველი ავტორების შერჩევას კოორდინირება გაუწია საქართველოს მწერალთა სახლმა.

– ამ ფესტივალის ფარგლებში ქართველი ავტორებისთვის 155 ღონისძიება ჩატარდება. ესეთი მასშტაბური ფორმატი მე არც გამიგია მსოფლიოში. მთავარ ორგანიზატორებთან შეთანხმებით, რომლებიც ჩეხები არიან, მათი პრიორიტეტების მიხედვით ერთობლივად შევადგინეთ სია. არიან ძალიან ცნობილი და ნაკლებად ცნობილი, ასევე წინააღმდეგობრივი და ეპატაჟური ავტორები. ვფიქრობ, რომ  ქართულ ლიტერატურას მთელი თავისი მრავალფეროვნებით კარგად წარმოადგენს ეს ნაკრები. ეს თვე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კარგად წარვდგებით ჩვენი ლიტერატურით, – ამბობს მწერალთა სახლის საერთაშორისო პროექტების კურატორი ნუკა ღამბაშიძე. – კარგია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ლიტერატურული მსოფლიოს ფოკუსშია მოქცეული. 2018 წელს საპატიო სტუმარი ვართ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ყველა ქართველი ავტორი შეძლებს, რომ ასეთ ღონისძიებებზე საკუთარი ტექსტები გაიტანოს, თავისი შემოქმედება წარადგინოს.

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.