საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პირველი სესია შემოდგომაზე გაიმართება

34882884_2539831902907797_221679613087055872_o

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დააფუძნეს. ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას დღეს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ მოაწერეს.

ხელმოწერილი დოკუმენტით, ქვეყნები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას ადასტურებენ. საპარლამენტო ასამბლეა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას და სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შემადგენლობა, მანდატი და საქმიანობის პრინციპები თბილისში, დამფუძნებლურ სესიაზე განისაზღვრება.

კიევში ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო სოლო კონცერტი გაიმართა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების 100 წლისთავის ფარგლებში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს მოწვევით,18 ივნისს ქ. კიევის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისათვის  ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო სოლო კონცერტი.

საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ უკრაინის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, კულტურული წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ქ-ნი ელისო ბოლქვაძის თხოვნით, კონცერტს სპეციალური სტუმრების სახით, დაესწრნენ ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლები, ამ ზონაში დაღუპულთა და უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები.

მაყურებელთა მხრიდან კონცერტს უმაღლესი შეფასება მიეცა.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.