ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ოსკარზეა წარდგენილი

mandarinebi11

ზაზა ურუშაძის ‘მანდარინები’ ოსკარზეა წარდგენილიამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ქართველი რეჟისორის სურათი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტთა შორის დასახელდა.

ფილმი ერთობლივი, ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ესტონეთის მხარემ წარადგინა. ზაზა ურუშაძის მიერ 2013 წელს გადაღებული ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს და ქართველი და ჩეჩენი მეომრების ურთიერთობას ასახავს, რომლებიც თავს აფხაზეთში მცხოვრები ესტონელის სახლს აფარებენ. ქართული კინემატოგრაფიისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში- „მანდარინები” საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევით, 2014 წლის განმავლობაში ნაჩვენები იქნა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის სლოვაკეთში, ბელგიაში, უნგრეთში, ფინეთში და ა.შ.

ქართველი რეჟისორის ფილმის ოსკარზე ნომინირება ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი მიღწევა და აღიარებაა. წარმატებას ვუსურვებთ ზაზა ურუშაძეს და „მანდარინებს” ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე.

 

 

 

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.