რუსეთის სახელმწიფო დუმამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
დუმის 441-მა დეპუტატმა ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, რაც რუსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ერთიანი შეიარაღებული ძალების შექნასა და საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. თანამშრომლობის ხელშეკრულებას 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
ფოტო: kapremontomsk.ru