30 დაღუპული და 97 დაჭრილი – მარიუპოლში ბოევიკებმა ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნეს (ვიდეო 18+)

mariupol

დღეს მარიუპოლში ბოევიკებმა სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი.

ამის შესახებ ცნობებს ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, გრადით თავდასხმას 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა – მათ შორის ორი ბავშვის. დაჭრილია 97 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

დონეცკის პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ბოევიკებმა ცეცხლი ნოვოაზოვსკის მხრიდან გახსნეს, რაც უკრაინის მიერ ამჟამად არაკონტროლირებადი ტერიტორიაა.

“განადგურების იარაღა მიმართუილი იქნა მარიუპოლის მჭიდროდ დასახლებული რაიონისკენ, დრო იყო შერჩეული იმის გათვლით, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი ყოფილიყო”, – გვამცნობს ოფიციალური უწყება.

“ტერორისტებმა გამოიყენეს მძიმე არტილერია, მათ ქონდათ უტყუარი ინფორმაცია, რომ სროლის ქვეშ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები მოხვდებოდნენ”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

ვიდეო: პოლკი “აზოვი”, ფოტო: facebook.com/ato.news

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.