2015 წლის 5 მაისს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და უკრაინის უზენაესი რადას ევროპული ინტეგრაციის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ, უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებში ირინა გერაშჩენკომ გახსნეს გამოფენა «დონბასი: ომი და მშვიდობა. უკრაინელი ქალები: ომი და მშვიდობა».
გამოფენა მუზეუმში დარჩება 20 მაისამდე. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩო იუწყება.
ექსპოზიცია შეიცავს სამხედრო და სამოქალაქო ჟურნალისტების, ანტიტერორისტული ოპერაციის ჯარისკაცების, მოხალისეების და დონბასის მოსახლეობის 60 სურათს, რომლებიც ასახავენ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების სვლას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, და აგრეთვე ტერორისტების და რუსეთის დაქირავებული ჯარისკაცების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგებს.
ფოტოგამოფენა, რომელიც უკვე იყო ექსპონირებული ბრუსელში, ლონდონში, სტრასბურგში და ნიუ–იორკში, მიზნათ ისახავს მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების გამახვილება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონალური და გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების როლზე და მთელი აღმოსავლეთ ევროპის შემდგომ ბედზე, ხაზის გასმა გარე სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე, ომის რეალიებისა და ტერორისტებისაგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი ცხოვრების განვითარების შესახებ ინფორმირება.
გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, ქართული საზოგადოების, უკრაინული დიასპორის და მასმედიის წარმომადგენლები, და აგრეთვე საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების საელჩოების, საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები.