უკვე ორ წელზე მეტია აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მთელი ამ დროის განმავლობაში ვოლონტერები შეუწყვეტლივ აგროვებენ დახმარებას უკრაინის ჯარისთვის, რომელიც რუსი ოკუპანტებისგან სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავს.
ატოს მეომრების დახმარების ლოგისტიკური ცენტრის ვოლონტერები (Логістичний центр допомоги бійцям АТО), სადაც ათზე მეტი პატრიოტია გაერთიანებული, აგრძელებს უკრაინელი მეომრებისთვის დახმარების შეგროვებას.
“ჩვენთან შეჭამე – ჯარისკაცს ჩააცვი” – ასე ჰქვია პატრიოტულ ზონას, რომელსაც ზაფხულის პერიოდში ისინი ტრადიციულად ფესტივალების ფარგლებში აწყობენ. ეს არის საქველმოქმედო ზონა, სადაც ვოლონტერები უსასყიდლოდ მუშაობენ, ამზადებენ სხვადასხვა კერძებს. შემოსული თანხა კი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის აუცილებელი ნივთების ყიდვას ხმარდება.
ყველაზე პატარა ვოლონტერი არის 12 წლის ვადიმი.
თამთა გუგუშვილი, უკრაინა, ვიდეო – იგორ ბენცალ
Тамта ҐУҐУШВІЛІ. Відео Ігор БЕНЦАЛ