უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ზეციური ასეულის ორდენებით დააჯილდოვა სამი უცხოელი – ბელარუსის მოქალაქე მიხეილ ჟიზნევსკი და საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ხურცია და დავით ყიფიანი, რომლებიც ღირსების რევოლუციის დროს დაიღუპნენ.
დავით ილიას ძე ყიფიანი: 1980 წლის 28 ივნისი, თბილისი, საქართველო – 21 თებერვალი 2014, კიევი, უკრაინა) – ღირსების რევოლუციის გმირი, ევრომაიდანის მონაწილე, გარდაიცვალა გულის გაჩერების შედეგად.
ზურაბ ხურცია (1960 წლის 29 ივლისი – 2014 წლის 18 თებერვალი ) – ევრომაიდანის აქტივისტი.
ზურაბ ხურციას შესახებ მისი თანამოძმე იხსენებს: მე და ზურაბი არ ვიყავით ნაცნობები, დავიბადეთ სხვადასხვა ქვეყნებში, ვლაპარაკობდით სხვადასხვა ენაზე, მაგრამ მაიდანის ბარიკადებზე ჩვენ გავხდით ძმები – სულით, ფიქრებით და მისწრაფებებით, ოცნებებით, იდეებით, ღირსებით და თავისუფლებით ძმები.