
უკრაინის დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი მე-12 ბატალიონის “კიევის” მებრძოლებს შეხვდა, რომლებიც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან დაბრუნდნენ.
კიევის მაცხოვრებლები გმირებს ყვავილებით და უკრაინის სახელმწიფო დროშებით შეეგებნენ. კიეველებმა მებრძოლებთან ერთად დუმილის წუთით პატივი მიაგეს ატო-ში დაღუპილ გმირებს და დამოუკიდებლობის მოედანზე სანთლები დაანთეს, – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.